“რომას” საუკეთესო ბომბარდირის, მატია დესტროს დისკვალიფიკაცია ძალაში დარჩა, რაც იმას ნიშნავს, რომ 23 წლის თავდამსხმელი სერია A-ს მომდევნო 3 თამაშს გამოტოვებს.
“კალიარისთან” გამართული მატჩის დროს მეტოქე ფეხბურთელისთვის სახეში დარტყმის გამო, დესტრომ 3-მატჩიანი დისკვალიფიკაცია მიიღო. “რომამ” გადაწყვეტილება გაასაჩივრა, მაგრამ სასჯელი ძალაში დარჩა.
სერია A-ს დასრულებამდე 5 ტურია დარჩენილი. დესტრო “ფიორენტინასთან”, “მილანთან” და “კატანიასთან” ვერ ითამაშებს, ხოლო “იუვენტუსთან” და “ჯენოასთან” გუნდს დაეხმარება.
იტალიის ჩემპიონატის მიმდინარე გათამაშებაში, დესტრომ 18 თამაში ჩაატარა და 13 გოლი გაიტანა.