იტალიური “რომას” საუკეთესო ბომბარდირი მატია დესტრო სერია A-ს მომდევნო 4 მატჩში მოედანზე გასვლას ვერ მოახერხებს.
გასულ კვირას, “კალიარისთან” გამართულ შეხვედრაში, დესტრომ დავიდე ასტორის სახეში ხელი დაარტყა. მთავარ არბიტრს ეპიზოდი გამოეპარა, მაგრამ საქმის შესწავლა მალევე დაიწყო სადისციპლინო კომიტეტმა, რომელმაც 23 წლის თავდამსხმელს 3-მატჩიანი დისკვალიფიკაცია მისცა. ამას ემატება ერთმატჩიანი დისკვალიფიკაცია ყვითელი ბარათების ლიმიტის ამოწურვისთვის.
სერია A-ს მიმდინარე გათამაშებაში, დესეტრომ მონაწილეობა 18 მატჩში მიიღო და 13 გოლი გაიტანა.