ფეხბურთი

17:29 | 7.12.2013 | ნანახია [] - ჯერ

დეშამის გუნდს მაღალი ტემპერატურა და ტენიანობა აცდა

საფრანგეთის ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი დიდიე დეშამი კმაყოფილია, რომ მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე, მის გუნდს ჯგუფში მატჩების ჩატარება ბრაზილიის ჩრდილოეთში არ მოუწევს, სადაც მაღალი ტემპერატურა და ტენიანობაა.

“კენჭისყრის შედეგი შესაძლოა გაცილებით ცუდი ყოფილიყო. არა მხოლოდ მეტოქეები მახარებს, არამედ, ის ფაქტი, რომ ბრაზილიის ჩრდილოეთში არ ვითამაშებთ, სადაც მაღალი ტემპერატურა და ტენიანობაა. სამივე მატჩი ჩვენს საცხოვრებელ ბაზასთან ახლოს ჩატარდება, რაც გვახარებს. ყველაზე რთული შვეიცარიასთან თამაში იქნება. დანარჩენ მეტოქეებზე არცთუ ბევრი ვიცი. ვნახე, რომ ეკვადორმა სამხრეთ ამერიკის საკვალიფიკაციო ზონაში მე-4 ადგილი დაიკავა. ახლა შეგვიძლია ამხანაგური მატჩების კალენდარი შევადგინოთ. ერთი თამაში სამხრეთ ამერიკის რომელიმე ნაკრებთან აუცილებლად უნდა ჩავატაროთ. ჯგუფში მთავარი პირველი მატჩია. გამარჯვების შემთხვევაში იდეალურ მდგომარეობაში აღმოვჩნდებით” – იუწყება უეფას ოფიციალური ვებგვერდი დეშამის ნათქვამს.  

Е ჯგუფში საფრანგეთის ნაკრები შვეიცარიასთან, ეკვადორთან და ჰონდურასთან ერთად ითამაშებს.



სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.114969