საფრანგეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელი დიდიე დეშამი ფრანკ რიბერის ეროვნულ გუნდში დაბრუნებას არ გამორიცხავს.
“ნაკრებიდან წასვლა მისი გადაწყვეტილებაა. მან განცხადება გააკეთა, მე კი მისი სურვილი გავითვალისწინე.
დაბრუნება? ვინ იცის, როგორ იგრძნობს რიბერი თავს მომავალში. საფრანგეთში არაერთხელ მომხდარა, რომ საერთაშორისო კარიერის დასრულების შემდეგ ფეხბურთელი ნაკრებში დაბრუნებულიყოს. ასე იყო ზიდანის შემთხვევაშიც, როდესაც ის ნაკრებიდან ევროპის 2004 წლის ჩემპიონატის შემდეგ წავიდა, მაგრამ მოგვიანებით დაბრუნდა.
ჩემთვის მნიშვნელოვანია, ფსიქოლოგიურად როგორ მდგომარეობაში იქნება რიბერი, თუ ის დაბრუნებას გადაწყვეტს. თუ ის ჯანმრთელი და მოტივირებული იქნება, ვერ ვხედავ მიზეზს, რატომ არ უნდა ითამაშოს.” – აცხადებს დიდიე დეშამი.