საფრანგეთის ეროვნული საფეხბურთო გუნდის მთავარი მწვრთნელის, დიდიე დეშამის აზრით, “რეალის” ფორვარდ ქარიმ ბენზემას, კარიერაში არცთუ კარგი დრო უდგას. მას მიაჩნაი, რომ 25 წლის ფორვარდს, ცოტა იღბალი სჭირდება, რათა ნაკრებში უგოლო სერია შეწყვიტოს.
“მას საჭირო მომენტში ეფექტურობა არ ჰყოფნის. ის ამბობს, რომ ასე არაა, მაგრამ სტატისტიკა არ ტყუის. რთული პერიოდი ბენზემას დონის ყველა თავდამსხმელს აქვს ხოლმე. ცოტა იღბალია საჭირო და ამ “ჯადოს” მოიხსნის”, – იუწყება დეშამის სიტყვებს Voetbal Krant-ი.
საფრანგეთის ნაკრებში, ბენზემას გოლი უკვე 1217 წუთის განმავლობაში არ გაუტანია. საერთო ჯამში, მას “სამფეროვნებში” 59 მატჩი უთამაშია და 15 გოლი გაუტანია.