ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონი, 1980 წლის ოლიმპიური თამაშების ბრინჯაოს პრიზიორი, ცნობილი ქართველი კალათბურთელი ნიკოლოზ დერიუგინი დღეს დილით მოსკოვის გავლით, სერბეთში გაემგზავრა.
შეგახსენებთ, რომ პირველ თებერვალს სერბეთის დედაქალაქი, ბელგრადი, ყოფილი იუგოსლავიისა და ყოფილი საბჭოთა კავშირის ვეტერან კალათბურთელთა შეხვედრას უმასპინძლებს, სადაც ოფიციალურად არის მიწვეული დერიუგინი.