20 წლის ნახევარმცველმა, მემფის დეპაიმ, პსვ-სთან მოქმედი კონტრაქტი 2018 წლამდე გაახანგრძლივა – იუწყება ჰოლანდიური გრანდის ოფიციალური ვებგვერდი.
ახალგაზრდა ფეხბურთელით ისეთი ევროპული კლუბები ინტერესდებოდნენ, როგორებიც არიან – “ტოტენჰემი”, “იუვენტუსი” და “მანჩესტერ იუნაიტედი”, თუმცა ჰოლანდიელმა მშობლიურ კლუბში დარჩენა ამჯობინა.
დეპაი პსვ-ს პირველ გუნდში 2011 წელს გამოჩნდა. მას შემდგომ, ჰოლანდიური გრანდის მაისურით 87 შეხვედრა ჩაატარა და 29 გოლი გაიტანა.
ირაკლი ალიმბარაშვილი