ფეხბურთი

13:03 | 15.11.2013 | ნანახია [] - ჯერ

დემბა ბას “ბეშიქთაშში” სურს

 

შესაძლოა, ლონდონის “ჩელსის” ფორვარდმა დემბა ბამ კარიერა თურქეთის სუპერლიგაში განაგრძოს. London Evening Standard-ის ცნობით, 28 წლის სენეგალელის შეძენით “ბეშიქთაშია” დაინტერესებული.

აღნიშნული წყაროს ინფორმაციით, “არისტოკრატები” ახალ თავდამსხმელს ეძებენ და აფრიკელის გაყიდვა სურთ. რა რაოდენობის თანხის სანაცვლოდ დათმობენ ინგლისელები ბას, ჯერჯერობით, უცნობია.

“ბას “ბეშიქთაშში” თამაში სურს და ახლა სწორედ ამ საკითხზე ვმუშაობთ”, - განაცხადა სენეგალელის აგენტმა სეილან ჩალიშკანმა.

0.119103