ფეხბურთი

11:19 | 9.01.2014 | ნანახია [] - ჯერ

დელიო როსი “ფიორენტინასგან” 200 ათას ევროს ითხოვს

მოცემული მომენტისთვის უმუშევარმა სპეციალისტმა დელიო როსიმ, უსაქმოდ ყოფნას ფულის შოვნა ამჯობინა და “ფიორენტინას” წინააღმდეგ სარჩელი შეიტანა, რომლის მიხედვითაც ადემ ლიაიჩთან ძველი კონფლიქტის გამო კომპენსაციის მიღებას ეცდება.

ნახევარმცველსა და მწვრთნელს შორის ჩხუბი მოხდა, რის შემდეგაც კლუბის ხელმძღვანელობამ 2012 წლის 2 მაისს როსი დაკავებული თანამდებობიდან დაითხოვა.

ინციდენტი მატჩის მსვლელობის დროს მოხდა. ლიაიჩი შეცვლით უკმაყოფილო იყო და ამიტომ, როდესაც მწვრთნელის სიახლოვეს ჩაიარა მას ტაში ირონიულად დაუკრა. ამან დელიო ისე გააღიზიანა, რომ თავი ვეღარ შეიკავა და ფეხბურთელს მუშტებით სახალხოდ დაუწყო ცემა.

საქმის გარჩევა დიდხანს არ გაგრძელებულა. კლუბის ხელმძღვანელობამ ფეხბურთელის მხარე დაიჭირა და მწვრთნელი თანამდებობიდან დაითხოვა. დელიო ირწმუნებოდა, ადემმა ჩემს ოჯახს შეურაცხყოდა მიაყენაო, მაგრამ მისი მოსმენა არავინ ისურვა.

ახლა, როდესაც როსიმ “სამპდორიაში” მუშაობაც მოასწრო, მან “ფიორენტინას” წინააღმდეგ სარჩელის შეტანა გადაწყვიტა და არასამართლიანი გაძევებისთვის კომპენსაციის სახით 200 ათას ევროს ითხოვს.

0.12054