მსოფლიო რეიტინგის მეშვიდე ნომერმა ხუან მარტინ დელ პოტრომ, ჰოლანდიის ქალაქ როტერდამში მიმდინარე 500 კატეგორიის ტურნირეზე ფინალში გააღწია. მან ნახევარფინალურ ეტაპზე, დაძაბულ ბრძოლაში დაამარცხა 21 წლის ბულგარელი გრეგ დიმიტროვი - 6:4, 6:4.
ორივე სეტის მიმდინარეობისას, არგენტინელმა მესამე გეიმში შეასრულა ბრეიკები, რის შემდეგაც, მშვიდად ინარჩუნებდა ორგეიმიან უპირატესობას და შეხვედრა, 1 საათსა და 16 წუთში, ლოგიკურ დასასრულამდე მიიყვანა. დიმიტროვმა მატჩის განმავლობაში 8 ეისი ჩააწოდა და ორი ორმაგი შეცდომა დაუშვა, თავისმხრივ, ხუან მარტინმა, 6 ეისის წილ, 4 ორმაგი დაუშვა. ეს, მათ პროფესიულ კარიერაში პირველი დაპირისპირება აღმოჩნდა.
ტურნირის ფინალურ მატჩში, არგენტინელი, ჟულიენ ბენეტოსა და ჟილ სიმონს შორის გამარჯვებულს დაუპირისპირდება.
გიორგი ბარბაქაძე