ესპანეთის ეროვნული საფეხბურთო ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვისენტე დელ ბოსკემ განაცხადა, რომ მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში, 26 მარტს, საფრანგეთის ნაკრებთან მატჩში მხოლოდ გამარჯვება დააკმაყოფილებს.
“საფრანგეთში მხოლოდ გამარჯვებისთვის მივდივართ. ოპტიმისტურად ვართ განწყობილნი, რადგან გუნდი კარგ ფორმაშია და განწყობაც სათანადოა. საფრანგეთთან მატჩი განსაკუთრებულია, მაგრამ დანარჩენი სამი მატჩიც არ გვავიწყდება. ვნახოთ, რა იქნება”, – იუწყება დელ ბოსკეს სიტყვებს ინტერნეტგამოცემა Goal.com-ი.