ესპანეთის ეროვნული საფეხბურთო ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვისენტე დელ ბოსკემ ივნისში, ბრაზილიაში გასამართი კონფედერაციათა თასისთვის გაფართოებული შემადგენლობა დაასახელა.
ესპანური მედიის ცნობით, დელ ბოსკემ 26 მოთამაშე შეარჩია:
მეკარეები: იკერ კასილიასი (“რეალი”), ვიქტორ ვალდესი (“ბარსელონა”), პეპე რეინა (“ლივერპული”, ინგლისი);
მცველები: ალვარო არბელოა, სერხიო რამოსი, რაულ ალბიოლი (ყველა - “რეალი”), ჟერარ პიკე, ჟორდი ალბა (ორივე - “ბარსელონა”), სესარ ასპილიკუეტა (“ჩელსი”, ინგლისი), ნაჩო მონრეალი (“არსენალი”, ინგლისი);
ნახევარმცველები: ჩავი, სერხიო ბუსკეტსი, ანდრეს ინიესტა, სესკ ფაბრეგასი (ყველა - “ბარსელონა”), ჩაბი ალონსო (“რეალი”), სანტი კასორლა (“არსენალი”, ინგლისი), ხავი მარტინესი (“ბაიერნი”, გერმანია), ხავი გარსია (“მანჩესტერ სიტი”, ინგლისი), ბენიატ ეჩებარია (“ბეტისი”), ხესუს ნავასი (“სევილია”);
თავდამსხმელები: დავიდ სილვა (“მანჩესტერ სიტი”, ინგლისი), პედრო როდრიგესი, დავიდ ვილია (ორივე - “ბარსელონა”), ხუან მატა, ფერნანდო ტორესი (ორივე - “ჩელსი”, ინგლისი), რობერტო სოლდადო (“ვალენსია”).
საბოლოო ჯამში, დელ ბოსკე ჩამოთვლილთაგან 23 ფეხბურთელს შეარჩევს. კონფედერაციათა თასი 15-დან 30 ივნისამდე ჩატარდება, ხოლო ესპანეთი ჯგუფში ურუგვაისთან, ნიგერიასთან და ტაიტისთან ერთად ითამაშებს.