ფეხბურთი

23:45 | 7.11.2013 | ნანახია [] - ჯერ

დელ ბოსკემ დიეგო კოშტას უხმო

 მსოფლიოსა და ევროპის მოქმედი ევროპის ჩემპიონი ესპანეთი 2 ტესტ-მატჩს ჩაატარებს. 16 ნოემბერს ვისენტე დელ ბოსკეს რჩეულები სტუმრად ეკვატორულ გვინეას შევხდებიან, 19 ნოემბერს კი იოჰანესბურგში სამხრეთ აფრიკის ნაკრებს დაუპირისპირდებიან.

ამ მატჩებისთვის დელ ბოსკემ ნატურალიზებულ ფორვარდს დიეგო კოშტას უხმო. შეგახსენებთ, 25 წლის კოშტამ ბრაზილიის ეროვნული გუნდის ნაცვლად არჩევანი “ფურია როხაზე” გააკეთა და სენიორ ვისენტემაც იგი ნოემბრის სატესტმატჩო განაცხადში შეიყვანა.

ესპანელთა ეროვნული გუნდის სრული შემადგენლობა კი ასე გამოიყურება. მეკარეები: კასილასი (“რეალი”), ვალდესი (“ბარსელონა”), რეინა (“ნაპოლი”). მცველები: ხუანფრანი (“ატლეტიკო”), არბელოა, რამოსი (ორივე “რეალი”), ალბიოლი (“ნაპოლი”), ინიგო მარტინესი (“რეალ სოსიედადი”), მორენო (“სევილია”), მონრეალი (“არსენალი”). ნახევარმცველები: ბუსკეტსი, ინიესტა, ფაბრეგასი (სამივე “ბარსელონა”), ჩაბი ალონსო (“რეალი”), ხავი მარტინესი (“ბაიერნი”), კასორლა (“არსენალი”), კოკე (“ატლეტიკო”), მატა (“ჩელსი”), ნავასი (“მანჩესტერ სიტი”). თავდამსხმელები: ვილია (“ატლეტიკო”), ნეგრედო (“მანჩესტერ სიტი”), დიეგო კოშტა (“ატლეტიკო”), პედრო (“ბარსელონა”).

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.104427