მსოფლიოსა და ევროპის მოქმედი ჩემპიონის ესპანეთის ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვისენტე დელ ბოსკემ, ბრაზილიის 2014 წლის მუნდიალის მოგება დაგეგმა.
“2014 წელს კონკრეტული მიზანი გვაქვს – მსოფლიო ჩემპიონატის მოგება, რაც რთული ამოცანაა. ჩვენ გვინდა, რომ ესპანეთში ხალხი თავისი ნაკრებით ამაყობდეს. ჩვენი გუნდი ფიფას რეიტინგში 6 წელია ლიდერია. ეს ნიშნავს, რომ ჩვენი წარმატება “აფეთქებებს” არ ეფუძნება - მსოფლიოსა და ევროპის პირველობებზე გამარჯვება, სტაბილურობის შედეგია”, - იუწყება დელ ბოსკეს სიტყვებს Football Espana.
შეგახსენებთ, რომ დელ ბოსკეს ხელმძღვანელობით ესპანელებმა 2010 წელს მსოფლიო ჩემპიონატი მოიგეს, ხოლო 2012-ში – ევროპის პირველობა.