ფეხბურთი

12:06 | 12.06.2013 | ნანახია [] - ჯერ

დელ ბოსკე: “შედეგი კანონზომიერია”

ესპანეთის ეროვნული საფეხბურთო ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვისენტე დელ ბოსკემ, ირლანდიასთან გამარჯვების (2:0) შემდეგ განაცხადა, რომ დაფიქსირებული შედეგი კანონზომიერია.

“ჩვენი ამოცანა შევასრულეთ. გარდა ამისა, ტრავმები ავიცილეთ. ჩვენი გუნდი მთელი მატჩის განმავლობაში დომინირებდა და შესაძლოა, ბოლო პასი არ გვყოფნიდა. შედეგი კანონზომიერია და უფრო დიდი ანგარიშით რომ მოგვეგო, უსამართლობა იქნებოდა. რაც შეეხება იკერ კასილიასს, მან კარგად ითამაშა. თუმცა, გუნდში მყოფი სამი მეკარიდან კონფედერაციათა თასის გათამაშებაზე ნებისმიერს შეუძლია ითამაშოს. კონფედერაციათა თასს კარგ ფორმაში ვხვდებით”, – იუწყება დელ ბოსკეს სიტყვებს ესპანური პრესა.


თეგებიდელ ბოსკე
სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.115396