ესპანეთის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი ვისენტე დელ ბოსკე “ბარსელონას” ახალგაზრდა თავდამსხმელის, მუნირ ელ ჰადადის გამოძახებაზე კომენტარს აკეთებს.
მუნირმა, რომელსაც “ბარსელონას” ოფიციალურ მატჩში მხოლოდ 2-ჯერ უთამაშია, ნაკრებიდან მიწვევა მას შემდეგ მიიღო, რაც “ფურია როხას” ტრავმირებული დიეგო კოსტა გამოაკლდა. ამის შემდეგ გაურკვევლობას წერტილი დაესვა და გადაწყდა, რომ 19 წლის ფეხბურთელი ესპანეთის ნაკრებში ითამაშებდა და არა მაროკოს ეროვნულ გუნდში.
“არჩევანის მუნირზე შეჩერება ყველაზე ლოგიკური გადაწყვეტილებაა. ეს იმიტომ არ გაგვიკეთებია, რომ მან მაროკოში ვერ ითამაშოს. მუნირი კარგად პროგრესირებს და მასზე დიდ იმედებს ვამყარებთ.” – განაცხადა დელ ბოსკემ მაკედონიასთან 8 სექტემბერს გასამართი მატჩის წინ.