ფეხბურთი

18:19 | 3.09.2013 | ნანახია [] - ჯერ

დელ ბოსკე: "კასილიასი მნიშვნელოვანი ფიგურაა"

ესპანეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელი ვისენტე დელ ბოსკე მიიჩნევს, რომ ქვეყნის პირველი მეკარე კვლავ იკერ კასილიასია.

"იკერი თავის პოზიციაზე ყოველთვის ლიდერია და ნაკრებისთვის მნიშვნელოვანი ფიგურაა. კლუბში მისი უთამაშებლობა არ მაინტერესებს, გადაწყვეტილება მის სასარგებლოდ მივიღე, რადგან ვთვლი, რომ მას რთულ მომენტში ჭირდება პატივისცემა და გვერდში დადგომა", _ აღნიშნა AS-თან საუბრისას დელ ბოსკემ.

შეგახსენებთ, რომ კარლო ანჩელოტიმ 32 წლის ესპანელი სათადარიგოთა სკამზე გაამწესა და "რეალის" კარს დიეგო ლოპესი იცავს.

იკერ კასილიასმა ესპანეთის ნაკრების მაისურით 149 მატჩი ჩაატარა.

დელ ბოსკემ კასილიასი პეპე რეინასთან და ვიქტორ ვალდესთან ერთად 23-კაციან განაცხადში შეიყვანა. ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონი პარასკევს, მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო მატჩს ფინეთთან გამართავს, 10 სექტემბერს კი ჟენევაში ჩილესთან ამხანაგურ მატჩს ჩაატარებს.

 

გიორგი ბალახაძე

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.113487