ფეხბურთი

20:02 | 15.03.2014 | ნანახია [] - ჯერ

დელ ბოსკე: “იმედია მუნდიალის განაცხადში არბელოასაც შევიყვან”

ესპანეთის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვისენტე დელ ბოსკემ Marca-სთან ინტერვიუში იმედი გამოთქვა, რომ მადრიდის “რეალის” მცველი ალვარო არბელოა ტრავმისშემდგომი სარეაბილიტაციო პერიოდის გავლას და ოპტიმალურ ფორმაში ჩადგომას მსოფლიოს ჩემპიონატამდე მოასწრებს. შეგახსენებთ, “სამეფო კლუბის” ფეხბურთელს ახლახან მიღებული ტრავმის გამო დაახლოებით ორი თვე მოუწევს უქმობა.

“მუნდიალზე წასაყვანი გუნდის საბოლოო შემადგენლობა ჯერ არ ჩამომიწერია. იმედია სიაში არბელოაც მოხვდება. მისი მკურნალობის პროცესს დიდ ყურადღებას ვუთმობ” – განაცხადა დელ ბოსკემ.

0.124884