ესპანეთის ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვისენტე დელ ბოსკემ ხსენებული ქვეყნის ფეხბურთის ფედერაციასთან კონტრაქტი გაახანგრძლივა.
ესპანური პრესის ინფორმაციით, ამის შესახებ დელ ბოსკემ ეკვატორიულ გვინეასთან ამხანაგურ მატჩამდე, მალაბოში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა:
“შემიძლია დავადასტურო, რომ ესპანეთის ნაკრებთან კონტრაქტი 2016 წლამდე გავახანგრძლივე”.
62 წლის დელ ბოსკე ესპანეთის ნაკრებს 2008 წლიდან ხელმძღვანელობს და ჯერ 2010 წლის მსოფლიოს ჩემპიონატი მოაგებინა, ხოლო შემდეგ - 2012 წლის ევროპის პირველობა.
ფეხბურთის ისტორიაში დელ ბოსკე ერთადერთი მწვრთნელია, რომელსაც ჩემპიონთა ლიგაში, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატებზე გაუმარჯვია.