ფეხბურთი

14:44 | 10.09.2013 | ნანახია [] - ჯერ

დელ ბოსკე ჩილესთან მატჩს სრული სერიოზულობით ეკიდება

ესპანეთის ეროვნული საფეხბურთო ნაკრების მთავარი მწვრთნელი ვისენტე დელ ბოსკე, მიუხედავად იმისა, რომ ჩილესთან მატჩი ამხანაგურია, თავისი შეგირდებისგან საქმისადმი სერიოზულ მიდგომას მოითხოვს.

“მოთამაშეებს, რომლებიც ამა თუ იმ მიზეზის გამო განვლილ მატჩებში არ მონაწილეობდნენ, სასარგებლო სპარინგის ჩატარების შანსი აქვთ. ოქტომბერი შორს არაა და შესარჩევ ციკლში ორი მნიშვნელოვანი მატჩი გველის, რომლებმაც შესაძლოა მსოფლიო ჩემპიონატზე გასვლის ბედი გადაწყვიტონ.

ჩილეს ნაკრები? ასე ვიტყვი, ამ გუნდს ან სერიოზულად აღვიქვამთ ან კიდევ მის წინააღმდეგ თამაში ძალიან გაგვიჭირდება. ეს კარგია გუნდია, რომელსაც ბევრი სიურპრიზის შეთავაზება შეუძლია. უნდა გავითვალისწინოთ, რომ ამ ნაკრების წინააღმდეგ თამაში ყოველთვის გვიჭირდა და ჩილე ყოველთვის ბევრ პრობლემებს გვიქმნიდა. კარში თითო ტაიმი ვალდესი და რეინა ჩადგებიან. შევეცდებით, ჩვენს განკარგულებაში მყოფი ყველა ფეხბურთელი გამოვიყენოთ” – იუწყება დელ ბოსკეს სიტყვებს გამოცემა Football Espana.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.1205