ფეხბურთი

11:18 | 1.07.2013 | ნანახია [] - ჯერ

დელ ბოსკე: “ბრაზილია უფრო ძლიერი იყო”

ბრაზილიის ნაკრებთან კონფედერაციის თასის ფინალში დამარცხების შემდეგ (0:3), ესპანეთის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვისენტე დელ ბოსკემ მატჩის შესახებ ისაუბრა. “ფურია როხას” დამრიგებელი აღიარებს, რომ ლუიშ ფელიპე სკოლარის გუნდმა უკეთ იასპარეზა.

“ისღა დამრჩენია, ბრაზილიის ნაკრებს ეფექტური გამარჯვება მივულოცო. ფინალში, მეტოქე ჩვენზე შედარებით ძლიერი იყო. ბრაზილიას ფრედის სწრაფი გოლი დიდად დაეხმარა. საერთო ჯამში, კმაყოფილი ვარ კონფედერაციის თასით. ფინალის ჩათვლით, ყველა მატჩი მაღალ დონეზე ჩავატარეთ”, - ციტირებს დელ ბოსკეს ნათქვამს El Mundo Deportivo.

 

0.123221