ფეხბურთი

23:17 | 26.08.2013 | ნანახია [] - ჯერ

დეკუ ფეხბურთიდან წავიდა

"ფლუმინენსეს" 36 წლის პორტუგალიელმა ნახევარმცველმა დეკუმ, ბუცები ლურსმანზე ჩამოკიდა. მსოფლიომ დეკუ "ბარსელონასა" და პორტუში" მბრწყინვალე თამაშით გაიცნო. მისი გადაწყვეტილება დღეს გახდა ცნობილი.

"ძალიან განვიცდი კარიერის დასრულებას. ოთხშაბათს, "ფლუმინენსეს" რიგებში ჩემი 17 წლიანი კარიერის ბოლო მატჩი ჩავატარე. ძალიან მინდოდა ჩემს გუნდს დავხმარებოდი ჩემპიონატში და კოპა ლიბერტადორესზე, თუმცა ჩემს კუნთებს მეტი აღარ შეუძლიათ. ჩემს ასაკში რთულია კარგ ფორმაში იყო, ასე რომ, გადავწყვიტე პროფესიული ფეხბურთიდან წავიდე. მადლობა მინდა გადავუხადო ყველას, ვინც ჩემს მიმართ ნდობა და სითბო გამოიჩინა", _ განაცხადა დეკუმ.

დეკუს სრული სახელია: ანდერსონ ლუის დე სოუზა. იგი ბრაზილიაში 1977 წელს დაიბადა. უთამაშია "კორინთიანსის", "ალვერკას", "სალგუეიროს", "პორტუს", "ბარსელონას", "ჩელსის" და "ფლუმინენსეს" რიგებში. დეკუ პორტუგალიის, ესპანეთის, ინგლისის და ბრაზილიის ჩემპიონია. არის უეფას თასის მფლობელი, ევროპის ჩემპიონთა ლიგის 2-გზის გამარჯვებული და ევროპის ვიცე-ჩემპიონი. 

გიორგი ბალახაძე 

 

 

 

თეგებიდეკუ
0.116546