ჩოგბურთი

22:28 | 27.10.2013 | ნანახია [] - ჯერ

დეჟავიუ ბაზელში

 ბაზელის Swiss Indoors Basel-ის ტურნირზე შარშანდელი ფინალი და შედეგი განმეორდა – არგენტინელმა ხუან მარტინ დელ პოტრომ ზედიზედ მეორედ მოუგო შეჯიბრების მასპინძელ როჯერ ფედერერს. ამასთან, შარშანაც და წლეულსაც პატაგონიელმა შვეიცარიელს სამსეტიანი პაექრობით სძლია.

დღეს გამართული ფინალი 2 საათსა და 40 წუთს გაგრძელდა და საბოლოოდ “დელპოს” მოგებით 7:6, 2:6, 6:4 დასრულდა. ფედერერისა და დელ პოტროს ურთიერთშეხვედრათა ანგარიში 13:5 გახდა როჯერის სასარგებლოდ, თუმცა ისიც აღსანიშნავია, რომ არგენტინელმა ბოლო 3 შეხვედრა მოუგო სადიდსლემო ტურნირების 17-გზის ტრიუმფატორ შვეიცარიელს.

დელ პოტრომ მიმდინარე სეზონში მეოთხე, კარიერის განმავლობაში კი 17-ე ტურნირი მოიგო, დღევანდელი გამარჯვებისთვის კი 348 ათასი ევრო და 500 სარეიტინგო ქულა დაიმსახურა.

0.112957