ფეხბურთი

18:08 | 9.07.2013 | ნანახია [] - ჯერ

დეფო: “ბეილი უნდა შევინარჩუნოთ”

“ტოტენჰემის” თავდამსხმელი ჯერმეინ დეფო მიიჩნევს, რომ ლონდონელებმა გუნდის გამოკვეთილი ლიდერი გარეთ ბეილი უნდა შეინარჩუნონ.

“ბეილის დარჩენა ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. წარმატებული სეზონის ჩატარებას და ჩემპიონთა ლიგაზე გასვლას ვგეგმავთ. ამ მიზნის მისაღწევად, საჭიროა, რომ საუკეთესო ფეხბურთელები შევინარჩუნოთ.

ის, რაც გასულ სეზონში გარეთმა გააკეთა, დაუჯერებელია. ეს ცხადი ხდება მას შემდეგ, რაც მის მიერ გატანილი გოლების რაოდენობას ნახავ. ბეილი განსაკუთრებული ფეხბურთელია, სწორედ ისეთი, როგორიც გუნდს სჭირდება.” – ციტირებს დეფოს სიტყვებს Sky Sports-ი.

უკვე დიდი ხანია ვრცელდება ინფორმაცია, რომ ბეილის შეძენით “რეალი” აქტიურადაა დაინტერესებული.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.113028