ფეხბურთი

19:18 | 26.02.2013 | ნანახია [] - ჯერ

დე შილიო: “მე-2 ადგილის დაკავება შეგვიძლია”

 

“მილანის” ახალგაზრდა განაპირა მცველს, მატია დე შილიოს იმედი აქვს, რომ მისი გუნდი, სერია A-ში, მე-2 ადგილს დაიკავებს.

ამჟამად, “მილანი” მე-4 პოზიციას იკავებს და ჩემპიონთა ლიგაზე გამსვლელ მე-3 ადგილს “როსონერი” 2 ქულით ჩამორჩება. “მილანზე” ერთი საფეხურით მაღლა “ლაციოა”, რომელსაც მასიმილიანო ალეგრის გუნდი უახლოეს ტურში ეთამაშება. მე-2 პოზიციაზე მყოფ “ნაპოლის” “მილანზე” 7 ქულით მეტი აქვს.

“რომაელები აუცილებლად უნდა დავამარცხოთ, რადგან “მილანის”, “ინტერისა” და “ფიორენტინას” გარდა, მე-3 ადგილისთვის ეს გუნდიც იბრძვის.

წინ კიდევ არაერთი თამაშია. ასე რომ, თუ ფორმას შევინარჩუნებთ, მე-2 ადგილის დაკავებასაც მოვახერხებთ.” – ციტირებს დე შილიოს სიტყვებს Football Italia.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.121218