ფეხბურთი

20:01 | 27.08.2014 | ნანახია [] - ჯერ

დე პაულს 4-მატჩიანი დისკვალიფიკაცია მისცეს

 

“ვალენსიას” არგენტინელი ახალწვეული როდრიგო დე პაული ლა ლიგის მომდევნო 4 მატჩს გამოტოვებს. ამის მიზეზი დისკვალიფიკაციაა.

20 წლის შემტევმა, “სევილიასთან” გამართულ მატჩში წითელი ბარათი მიიღო. თავისი სადებიუტო შეხვედრიდან გასაძევებლად მას მხოლოდ ერთი წუთი დასჭირდა. არბიტრმა მას ალეიშ ვიდალთან უხეშობა არ აპატია. თამაშის შემდეგ, ვიდალმა განაცხადა, რომ ის დე პაულის ქმედებას განზრახ უხეშობას ვერ უწოდებს, მაგრამ არგენტინელი სასჯელს მაინც ვერ გადაურჩა – სადისციპლინო კომიტეტმა მას 4-მატჩიანი დისკვალიფიკაცია მისცა.

ესპანური პრესის ცნობით, “ვალენსია” სადისციპლინო კომიტეტის გადაწყვეტილების გასაჩივრებას აპირებს.

0.119485