იტალიური “მილანის” ნახევარმცველმა ნაიჯელ დე იონგმა, მძიმე ტრავმის შემდეგ, გუნდთან ერთად ივარჯიშა. ამის შესახებ Football Italia იუწყება.
მოგეხსენებათ, ჰოლანდიელმა აქილევსი დეკემბერში, “ტორინოსთან” მატჩში დაიზიანა. მას შემდეგ, დე იონგი აღდგენით პროცესს გადის და მოედანზე არ გასულა. დიდი ალბათობით, ჰოლანდიის ეროვნული ნაკრების შუახაზელი “მილანს” მიმდინარე სეზონში მაინც ვერ დაეხმარება.
“როსონერის” ბანაკში სასიხარულო ამბავია ისიც, რომ რიკარდო მონტოლივომ, ინიაციო აბატემ და კევინ პრინს ბოატენგმა მიკროტრავმები მოიშუშეს და სათამაშოდ მზად არიან.