ფეხბურთი

11:52 | 27.02.2013 | ნანახია [] - ჯერ

დე იონგმა, ახალ სეზონამდე არ მელოდოთო

იტალიური “მილანის” ტრავმირებულმა ნახევარმცველმა ნაიჯელ დე იონგმა თავისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ კლუბის ოფიციალურ საიტთან ისაუბრა. ჰოლანდიელი მოედანზე დაბრუნებას მომდევნო სეზონში შეძლებს. 

“აღდგენითი პროცესი ნორმალურად მიმდინარეობს. უკვე 3 თვეა, საავადმყოფოში ვარ. ახლა, სიარული ისევ შემიძლია და ეს მახარებს. უახლოეს პერიოდში, კუნთების დატვირთვას დავიწყებ. როგორც კი ჯანმრთელობა საშუალებას მომცემს, ვარჯიშს დავიწყებ, რათა ფიზიკური კონდიციები მალე დავიბრუნო. საფეხბურთო მოედანზე გასვლას ახალი სეზონიდან შევძლებ. მიუხედავად ყველაფრისა, გულის სიღრმეში იმედი მაქვს, რომ ექიმები ჩემპიონთა ლიგის ფინალისთვის ჩემს ფეხზე დაყენებას მოახერხებენ”, - განაცხადა ჰოლანდიელმა. 
შეგახსენებთ, რომ 3 თვის წინათ, დე იონგმა აქილევსის მყესი დაიზიანა.
0.118772