ამსტერდამის “აიაქსის” კაპიტანი სიმ დე იონგი სასუნთქი ორგანოების პრობლემების გამო, ორი კვირის განმავლობაში მეორედ მოხვდა საავადმყოფოში.
გასულ კვირაში 24 წლის ფეხბურთელს ფილტვების კოლაფსი დაემართა, რის გამოც კაპიტანი რამდენიმე დღე საავადმყოფოში იმყოფებოდა ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ. შაბათ-კვირა მან უკვე საკუთარ სახლში გაატარა, მაგრამ ორშაბათს კვლავ საავადმყოფოში გადასაყვანი გახდა.
მიუხედავად ამისა, კლუბის ოფიციალური საიტი ირწმუნება, რომ ფეხბურთელის ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება. დე იონგი საავადმყოფოში განმეორებით იმის გამო გადაიყვანეს, რომ ფილტვებიდან სითხე ამოტუმბონ, რაც სიმის სწრაფად გამოჯანმრთელებას ხელს შეუწყობს. უცვლელია მისი სრული რეაბილიტაციის ვადებიც და ის მოედანს დაახლოებით ექვს კვირაში დაუბრუნდება.