ფეხბურთი

19:38 | 14.04.2013 | ნანახია [] - ჯერ

დე ბურს “სიტის” ჩაბარება უნდა

ამსტერდამის “აიაქსის” მთავარი მწვრთნელის, ფრანკ დე ბურის განცხადებით, მას “მანჩესტერ სიტის” ჩაბარების პერსპექტივა ხიბლავს.

ცოტა ხნის წინათ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, “ქალაქელები” რობეტო მანჩინის შეცვლის ერთ-ერთ კანდიდატად ჰოლანდიელ სპეციალისტს განიხილავენ. როგორც ირკვევა, მანჩესტერში გადაბარგების წინააღმდეგი არც თავად დე ბურია.

“მანჩესტერ სიტის” გაწვრთნას ვისურვებდი. თუმცა, ამ ეტაპზე, ოჯახის საზღვარგარეთ წაყვანა გამიჭირდება. მხოლოდ საკუთარ თავზე ვერ ვიფიქრებ.” – ციტირებს დე ბურის სიტყვებს Sky Sports-ი.

0.117656