“აიაქსის” მთავარი მწვრთნელი ფრანკ დე ბური დარწმუნებულია, რომ ამსტერდამელთა ერთ-ერთი ლიდერი სიმ დე იონგი გუნდს მიმდინარე სეზონის ბოლოს დატოვებს.
“დარწმუნებული ვარ, რომ დე იონგი “აიაქსს” სეზონის ბოლოს დატოვებს. როდესაც ფეხბურთელი ჩვენს გუნდში ამდენხანს თამაშობს და ჰოალნდიის ჩემპიონატს 3-ჯერ იგებს, ეს ნორმალურია. მის კარიერაში ახალი ნაბიჯის დროა.” – ციტირებს დე ბურის სიტყვებს De Telegraaf-ი.
სიმ დე იონგი “აიაქსის” პირველ გუნდში 2007 წლიდან თამაშობს. 24 წლის ფეხბურთელს, ამსტერდამელთა მაისურით ჩატარებულ 154 მატჩში 51 გოლი აქვს გატანილი. მას კლუბთან კონტრაქტი 2015 წლის ზაფხულამდე აკავშირებს.
დე იონგის გარდა, ფრანკ დე ბურმა დეილი ბლინდისა და ნიკლას მოისანდერის მომავალზეც ისაუბრა: “დეილიმ კონტრაქტს ხელი ახლახანს მოაწერა. უნდა მოვიცადოთ და ვნახოთ, რა მოხდება. იმედი მაქვს, რომ ის ჩვენთან დარჩება. ვნახოთ, რა მოხდება, როდესაც მისით სხვა გუნდები დაინტერესდებიან.
მოისანდერი? შეხედეთ მის ასაკს. მისი წასვლა უკვე ახლაა შესაძლებელი.”