კალათბურთი

22:30 | 9.10.2013 | ნანახია [] - ჯერ

დავით უგრეხელიძე “შსს აკადემიაში” ითამაშებს

სუპერლიგის ერთ-ერთი საუკეთესო კალათბურთელი, ცენტრალური თავდამსხმელი დავით უგრეხელიძე (27.03.83, 208სმ, 125კგ) ქვეყნის ჩემპიონისა და თასის მფლობელ “შსს აკადემიაში” ჩაირიცხა.

ამის შესახებ “მსოფლიო სპორტს” თავად უგრეხელიძემ განუცხადა.

შეგახსენებთ, რომ უგრეხელიძემ ზედიზზედ სამი სეზონი “არმიაში” ითამაშა. იყო საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრი. საქართველოს გარდა, უცხოეთის რამდენიმე ქვეყნის გუნდშიც უთამაშია. არის საქართველოში მოქმედი ყველა ტურნირის (საქართველოს ჩემპიონატი, საქართველოს თასი, დუდუ დადიანის მემორიალი, ზურაბ საკანდელიძე- მიხეილ ქორქიას მემორიალი) გამარჯვებული და სუპერთასის მფლობელი.

1.617737