ფეხბურთი

19:37 | 10.03.2014 | ნანახია [] - ჯერ

დავით სირაძე: “გოგუამ წაგება ძალიან განიცადა”

 

რუსეთის პირველი დივიზიონის 26-ე ტურში შინ “სკა-ენერგიასთან” გამარჯვების (2:1) შემდეგ, ნალჩიკის “სპარტაკის” ფორვარდმა დავით სირაძემ განაცხადა, რომ ხაბაროვსკელთა რიგებში მოთამაშე გოგიტა გოგუამ მარცხი ძალიან განიცადა.

“აბსოლუტურად თანაბარი თამაში იყო. ალბათ, ამ მატჩში გამარჯვების სურვილი ჩვენ უფრო გვქონდა. მიხარია, რომ სამი ქულა ავიღეთ. ახლა, უფრო ამოვისუნთქეთ. მთელი გუნდი ცდილობდა და მაქსიმალურ შედეგზე თამაშობდა. ჩემმა მეგობარმა გოგიტა გოგუამ წაგება ძალიან განიცადა. თუმცა, ეს ფეხბურთია. გოლის ეპიზოდში ბოლომდე “ვიმუშავე”. ყველაფერი დინამიკაში მოხდა. თავდაპირველად თავით დავარტყი და მეტოქის მცველმა ბურთი კარის ხაზიდან გამოიტანა, მაგრამ დამატებაზე წარმატებით ვითამაშე” – იუწყება სირაძის სიტყვებს ინტერნეტპორტალი onedivision.ru.

განვლილ მატჩში სირაძემ მოედანზე 85 წუთი დაჰყო და ანგარიში 32-ე წუთზე გახსნა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.089647