“მსოფლიო სპორტისთვის” ცნობილი გახდა, რომ სუპერლიგის კალათბურთელმა, ფორვარდმა დავით საყვარელიძემ (27. 05. 86, 200 სმ, 89 კგ) აქტიურ სპორტს თავი დაანება.
შეგახსენებთ, რომ სუპერლიგის გუნდების გარდა, საყვარელიძეს ამერიკის შეერთებულ შტატების კოლეჯის გუნდებშიც აქვს ნათამაშები. ამერიკიდან დაბრუნების შემდეგ, საყვარელიძემ ზედიზედ სამი სეზონი სუპერლიგის ერთ-ერთ საუკეთესო გუნდ “არმიაში” გაატარა და თანაგუნდელებთან ერთად საქართველოში მოქმედი ყველა ტიტული მოიუგო.
თუ სად გააგრძელებს იგი კარიერას, უახლოეს დღეებში დავით საყვარელიძესთან ინტერვიუში შემოგთავაზებთ.