სხვა

15:44 | 10.06.2013 | ნანახია [] - ჯერ

დავით რურუა: “ბიჭების მონდომებამ და შემართებამ ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა”

როგორც გუშინ ვიუწყებოდით, საქართველოს წყალბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა სტამბულში, მითათ ჰანთალის სახელობის საერთაშორისო ტურნირი მოიგო! ჩვენმა გუნდმა მასპინძელი თურქეთის ნაკრები – 9:8, რუმინეთი – 10:9, სლოვაკეთი კი – 10:6 დაამარცხა.

“თურქეთში გამგზავრებამდე იმაზე ვფიქრობდით, ერთი მატჩი მაინც მოგვეგო, აქ კი ბიჭების მონდომებამ და შემართებამ ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა. ძალიან გახარებულები ვართ!” – განუცხადა საწყლოსნო სახეობათა ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტმა დავით რურუამ საქართველოს სპორტის და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ვებ-გვერდს.

შეგახსენებთ, რომ ჩვენი გუნდი 11-14 ივლისს ევროპის 2014 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირის მეორე ეტაპზე ითამაშებს. შეჯიბრება მალტაში გაიმართება და იქ მალტის და საქართველოს ნაკრებების გარდა უკრაინის, ბელარუსის და ისრაელის გუნდები იასპარეზებენ.

 

7 ივნისი, 2013. საერთაშორისო ტურნირი – მითათ ჰანთალის მემორიალი. სტამბული, თურქეთი

თურქეთი 8:9 საქართველო

საქართველო: ზვიად ჭუმბურიძე, მარკო ელაჩა (3), მარკო ელეზი (1), ალექსანდრე რუსიშვილი, ბექა ქავთარაძე, ალექსანდრე ურუშაძე, გიორგი ხვედელიანი, მიხეილ ბაღათურია, ზურაბ რურუა (კაპ.), კონსტანტინე გეგელაშვილი, ტატო ნიკოლეიშვილი (1), მარინო ფრანიჩევიჩი (1), დამირ ცრეპულია (3).

მწვრთნელი: იოვან პოპოვიჩი.

 

8 ივნისი, 2013. საერთაშორისო ტურნირი – მითათ ჰანთალის მემორიალი. სტამბული, თურქეთი

რუმინეთი 9:10 საქართველო

საქართველო: ზვიად ჭუმბურიძე, მარკო ელაჩა (2), მარკო ელეზი (3), ალექსანდრე რუსიშვილი, ბექა ქავთარაძე, ალექსანდრე ურუშაძე, გიორგი ხვედელიანი (1), მიხეილ ბაღათურია, ზურაბ რურუა (კაპ.), კონსტანტინე გეგელაშვილი, ტატო ნიკოლეიშვილი, მარინო ფრანიჩევიჩი, დამირ ცრეპულია (4).

მწვრთნელი: იოვან პოპოვიჩი.

 

9 ივნისი, 2013. საერთაშორისო ტურნირი - მითათ ჰანთალის მემორიალი. სტამბული, თურქეთი

სლოვაკეთი 6:10 საქართველო

საქართველო: ზვიად ჭუმბურიძე, მარკო ელაჩა (2), მარკო ელეზი (2), ალექსანდრე რუსიშვილი, ბექა ქავთარაძე, ალექსანდრე ურუშაძე, გიორგი ხვედელიანი, მიხეილ ბაღათურია (1), ზურაბ რურუა (კაპ.) (1), კონსტანტინე გეგელაშვილი, ტატო ნიკოლეიშვილი, მარინო ფრანიჩევიჩი (2), დამირ ცრეპულია (2)

მწვრთნელი: იოვან პოპოვიჩი

 

საქართველოს სპორტის და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.118306