სუპერლიგის მონაწილე “რუსთავის” ცენტრალური თავდამსხმელი დავით მაისურაძე (03.05.90, 204 სმ) ფეხის ტრავმის მოშუშების შემდეგ ვარჯიშს შეუდგა.
ამის შესახებ “მსოფლიო სპორტს” “რუსთავის” პრესსამსახურის წარმომადგენელმა ნათია ჯიოშვილმა განუცხადა.
შეგახსენებთ, რომ მაისურაძემ ერთ-ერთი ვარჯიშის დროს მარცხენა ფეხის კოჭი იღრძო და ამის გამო მიმდინარე ჩემპიონატის მე-2 წრის მე-7 ტურში “შსს აკადემია”-“რუსთავის” შეხვედრა გამოტოვა. აღნიშნულ შეხვედრაში, ავადმყოფობის გამო ვერც მაისურაძის თანაგუნდელმა ლევან ხმელიძემ ითამაშა, რომელიც გაციებულია, მკურნალობას აგრძელებს და ჯერჯერობით ვარჯიშის დასწყებას ვერ ახერხებს.