ფეხბურთი

17:46 | 13.08.2014 | ნანახია [] - ჯერ

დავით დევდარიანს წელი ისევ აწუხებს

 

დანიის “ორჰუსის” ნახევარმცველ დავით დევდარიანს თამაში ისევ არ უწევს. მიზეზი წელის ტრავმაა. დევდარიანმა ჯერ არ იცის, როდის შეძლებს თამაშის დაწყებას.

“ვარჯიში ნელ-ნელა დავიწყე, მაგრამ ჯერ სრულყოფილ ფორმამდე მიკლია” – უთხრა “მსოფლიო სპორტს” დევდარიანმა.

დავითი 2008 წლიდან თამაშობს “ორჰუსში”, გულშემატკივრების ერთ-ერთი საყვარელი ფეხბურთელი გახლავთ და კლუბშიც აფასებენ. თუმცა, ხშირად აქვს ტრავმა და თავის გამოჩენის საშუალება არ ეძლევა. როცა ფორმაში იყო, დევდარიანს ეროვნულ ნაკრებშიც იძახებდნენ.

ვაჟა ზაზაშვილი

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.114589