ფეხბურთი

22:26 | 27.01.2014 | ნანახია [] - ჯერ

დავით დარციმელია "სევასტოპოლში" ვარჯიშობს

საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრების თავდამსხმელი დავით დარციმელია უკრაინულ "სევასტოპოლში" ვარჯიშობს. ამ გუნდმა დღეს ამხანაგურ შეხვედრაში 2:1 სძლია ლიტვურ "ატლანტასს" და დარციმელიას არ უთამაშია, მაგრამ განაცხადში გახლდათ.

ახალგაზრდა ქართველი ფეხბურთელის დარჩენა-არდარჩენის საკითხი ჯერ უცნობია. ცნობისთვის, დარციმელია გასულ სეზონში თბილისის "ლოკომოტივში" თამაშობდა, ზაფხულში კი ჯერ პოლონურ "ზავიშაში" (ექსტრაკლასა), შემდეგ კი "სევასტოპოლშიც" ვარჯიშობდა. მაშინ უკრაინულ გუნდში დარჩენა ვერ მოხერხდა და ქართველმა მარნეულის "ალგეთში" ჩაატარა  მიმდინარე სეზონის პირველი წრე.

"ატლანტასთან" არ უთამაშია მათე ღვინიანიძეს, რომელსაც უმნიშვნელო ტრავმა აწუხებს.

0.114352