ფეხბურთი

10:42 | 29.12.2013 | ნანახია [] - ჯერ

დავიდსმა წერტილი დასვა

ინგლისური ”ბარნეტის” 40 წლის მოთამაშე მწვრთნელმა ედგარ დავიდსმა კარიერის დასრულების გადაწყვეტილება მიიღო. ბრიტანული პრესის ცნობით, ჰოლანდიის ნაკრების ყოფილმა ნახევარმცველმა “სოლსბერი სიტისთან” 1:2 წაგებული მატჩის შემდეგ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ბუცების კედელზე დაკიდებას აპირებს. გასულ შეხვედრაში დავიდსმა წითელი ბარათი მიიღო. იგი მიმდინარე სეზონში მსაჯმა მოედნიდან სამჯერ გააძევა.

ედგარ დავიდსს თავის დროზე “მილანში”, “იუვენტუსში”, “ბარსელონაში, “ინტერსა” და “ტოტენჰემში” უთამაშია. მოგებული აქვს ჩემპიონთა ლიგის და უეფას თასები. ასევე, უეფას სუპერასი და საკონტინენტთაშორისო თასი. მისი გაწვრთნილი “ბარნეტი” კი ინგლისის მეხუთე ლიგაში მეცხრე ადგილს იკავებს.

0.141649