33 წლის ჰონდურასელმა ფორვარდმა დავიდ სუასომ საფეხბურთო კარიერა დაასრულა. Calcio Mio-ს ცნობით, გამოცდილი თავდამსხმელით არცერთი საშუალოზე მაღალი დონის გუნდი დაინტერესებულა და ამ გადაწყვეტილების მიზეზიც ეს გახდა.
სუასო თავისუფალი აგენტი იყო, მაგრამ შესაფერისი კლუბი მაინც ვერ მოიძია. სექტემბერში, ჰონდურასელის სახელს მოსკოვის “დინამოს” უკავშირებდნენ, მაგრამ მოლაპარაკება არ შედგა.
სუასო ჰონდურასის ეროვნულ გუნდში 1999-2012 წლებში თამაშობდა და 52 მატჩში, 17 გოლი მიითვალა. თავდამსხმელმა საკლუბო კარიერის დიდი ნაწილი იტალიის ჩემპიონატში გაატარა. სხვადასხვა წლებში, ჰონდურასელი “კატანიას”, “ინტერისა” და “კალიარის” მაისურით ასპარეზობდა.