Sport.es-ის ცნობით, მიუნხენის “ბაიერნის” ახალმა დამრიგებელმა ხოსეპ გვარდიოლამ, კლუბის ხელმძღვანელობას “ჩელსის” 26 წლის მცველის, დავიდ ლუისის შეძენა სთხოვა. საქმე ის არის, რომ “არისტოკრატთა” ახალი მწვრთნელი ჟოზე მოურინიო, ბრაზილიელს არ სწყალობს და შეიძლება, ტრანსფერზე დააყენოს. დავიდ ლუისი, რომელმაც კონფედერაციის თასის ფინალში ჩინებულად ითამაშა, “ბარსელონას” ყურადღების სფეროშიც ყოფილა.