35 წლის ესპანელმა ნახევარმცველა, დავიდ ალბელდამ კარიერის დასრულება გადაწყვიტა. ამ ინფორმაციას Mარცა ავრცელებს.
დავიდ ალბელდა “ვალენსიას” სკოლის აღზრდილია და მან თითქმის მთელი კარიერა “ღამურებში” გაატარა. 1996-97 და 1998-98 წლების სეზონებში, ფეხბურთელი “ვილიარეალში” იყო განათხოვრებული.
“ვალენსიას” შემადგენლობაში ალბელდამ 416 თამაში ჩაატარა და 8 გოლი გაიტანა. “ღამურებთან” ერთად მან 2-ჯერ ლა ლიგა, ხოლო თითოჯერ უეფას თასი, ევროპის სუპერთასი, ესპანეთის თასი და ქვეყნის სუპერთასი მოიგო. გარდა ამისა, ალბელდა ჩემპიონთა ლიგის ორგზის ვერცხლის პრიზიორია.
დავიდ ალბელდას ესპანეთის ყველა ასაკობრივ ნაკრებში უთამაშია. 2001-08 წლებში, ესპანეთის პირველ გუნდში, მან 51 თამაში ჩაატარა.