ბუბა დაუშვილი ლვოვის “კარპატიდან” მიდის. ეს თითქმის გადაწყვეტილია და ლვოველთა ოფიციალურ საიტსაც უწერია. სად გადავა საქართველოს ნაკრების ნახევარმცველი, ეს ჯერ უცნობია.
დაუშვილი 2011 წლიდან თამაშობს “კარპატიში” და გუნდის ძირითადი შემადგენლობის ფეხბურთელად მოიაზრებოდა. ასე იყო სეზონის დასაწყისშიც, თუმცა, როგორც ჩანს, ბუბას უკეთესი გუნდის ვარიანტი გამოუჩნდა.