ხაბაროვსკის “სკა-ენერგიას” ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა გიორგი დარასელიამ ინტერნეტგამოცემა onedivision.ru-სთან საუბარში გაანცხადა, რომ განვლილ სეზონში მისთვის ყველაზე დასამახსოვრებელი გუნდის პრემიერლიგაში გადასასვლელ პლეი ოფში გაყვანა იყო.
- რუსეთის პირველ დივიზიონში რა მოგეწონათ და რა არ მოგეწონათ?
- ყველაფერი მომეწონა. პირველ დივიზიონში ფეხბურთის დონე საკმაოდ მაღალია. ბევრი თვითმყოფადი და საინტერესო გუნდია, ხოლო იოლი მატჩები პრაქტიკულად არ არის. აუტსაიდერებთან თამაშებშიც ბოლომდე დახარჯვაა საჭირო. რა თქმა უნდა, გამიხარდა, რომ “სკა-ენერგიამ” ამოცანა-მინიმუმი შეასრულა და პრემიერლიგაში გადასასვლელ პლეი ოფში მოხვდა.
- რა იყო თქვენთვის განვლილი სეზონის ყველაზე დასამახსოვრებელი მოვლენა?
- “სკა-ენერგიასთვის” ყველაზე დასამახსოვრებელი პრემიერლიგაში მოსახვედრ პლეი ოფში თამაშია.