პირველ საშინაო მატჩში ბელგოროდის “სალიუტთან” წარუმატებლობის (0:3) მიუხედავად, “სკა-ენერგიას” მთავარი მწვრთნელი გიორგი დარასელია ტრაგედიას არ ქმნის და კლუბის მომავალს იმედის თვალით უყურებს.
“რაც გუნდმა “სალიუტთან” მატჩში ითამაშა, ისეთი ფეხბურთი არც შეკრებაზე უჩვენებია და არც სტუმრად ჩატარებულ სხვა მატჩებში. ჯერჯერობით, ეს ჩვენს მიერ ჩატარებული ყველაზე ცუდი მატჩია. სეზონის განახლების შემდეგ, ფეხბურთელები თავისი გულშემატკივრების წინაშე მოედანზე პირველად გავიდნენ, ლამაზად თამაშს ცდილობდნენ, მაგრამ ეტყობა, გადაიწვნენ. ბიჭები მომხდარს ძალიან განიცდიან. თუმცა, ამისგან ტრაგედიას არ ვქმნით. თამაშის დეტალური ანალიზი გავაკეთეთ და გპირდებით, მსგავსი რამ აღარ განმეორდება. კიდევ შვიდი მატჩი დაგვრჩა. იგივე ამოცანა გვრჩება – უძლიერესთა ოთხეულში მოვხვდეთ და პრემიერლიგის კლუბთან გადასასვლელი მატჩი ვითამაშოთ”, – იუწყება დარასელიას სიტყვებს ინტერნეტგამოცემა onedivision.ru.