“ბაიერნის” 30 წლის ბრაზილიელმა მცველმა, დანტემ, კლუბთან ახალი კონტრაქტი გააფორმა. ამ ინფორმაციას მიუნხენური გუნდის ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს.
დანტესა და “ბაიერნს” შორის აქამდე მოქმედ კონტრაქტს ვადა 2016 წელს გასდიოდა. ახალი ხელშეკრულება ბრაზილიელს გერმანელებთან 2017 წლის ზაფხულამდე აკავშირებს.
დანტე “ბაიერნში” 2012 წელს, მიონხენგლადბახის “ბორუსიადან” გადავიდა. მიუნხენური გუნდის მაისურით მან 80 თამაში ჩაატარა და 5 გოლი გაიტანა.