ფეხბურთი

15:45 | 26.03.2014 | ნანახია [] - ჯერ

დანტე: “გვარდიოლას მოტყუება შეუძლებელია”

მიუნხენის “ბაიერნის” ცენტრალური მცველის დანტეს თქმით, გუნდის მთავარი მწვრთნელი პეპ გვარდიოლა თხემით ტერფამდე პროფესიონალია და მისი მოტყუება შეუძლებელია.

“გვარდიოლა ადამიანია, რომელიც თავისი საქმისთვის სიყვარულითა და ჟინით ბოლომდე იხარჯება. ის 24 საათის განმავალობაში ფეხბურთით ცხოვრობს. ერთადერთი რაც არ მომწონს ისაა, რომ არ იცი როგორ მოატყუო. ის გუნდის მიერ ჩატარებულ თამაშებს უყურებს, ყველაფერს დეტალურად აანალიზებს და ზუსტად იცის რა უნდა გაგეკეთებინა, მაგრამ არ გააკეთე” – იუწყება დანტეს სიტყვებს ბრაზილიური პრესა.

დანტე “ბაიერნში” 2012 წლიდან გამოდის და ყველა ტურნირში ჩატარებულ 184 მატჩში 13 გოლი გაიტანა. 30 წლის ფეხბურთელმა ბუნდესლიგა ზედიზედ ორჯერ მოიგო.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.110924