ბრაზილიის ნაკრების მცველის, დანტეს აზრით, მსოფლიოს 5-გზის ჩემპიონები და მომავალი მუნდიალის მასპინძლები ტურნირის მოგების მთავარ პრეტენდენტთა შორის არ უნდა დასახელდნენ. მიუნხენის “ბაიერნის” სამხრეთამერიკელმა ლეგიონერმა ეს უცნაური განცხადება გერმანელ ჟურნალისტებთან საუბრისას გააკეთა.
“ყველა მეუბნება, რომ ბრაზილია მსოფლიო ჩემპიონი უნდა გახდეს. მე კი ვფიქრობ, რომ ფავორიტთა სიაში არ უნდა ვიყოთ. მთავარი პრეტენდენტები ესპანელები და გერმანელები არიან. გარდა იმისა, რომ საოცრად დაბალანსებული და შეთამაშებული გუნდები ჰყავთ, უდიდესი გამოცდილებაც უმაგრებთ ზურგს” – განაცხადა დანტემ.