ფეხბურთი

11:45 | 7.03.2014 | ნანახია [] - ჯერ

დანი ალვეშით “ფიორენტინა” დაინტერესდა

“ბარსელონას” მცველმა დანი ალვეშმა შეიძლება კარიერა იტალიაში გააგრძელოს. El Mundo Deportivo-ს ცნობით, 31 წლის ბრაზილიელის შეძენით “ფიორენტინას” ხელმძღვანელობა და სამწვრთნელო შტაბი დაინტერესდა. ფლორენციელები სასაურველი ფეხბურთელის სანაცვლოდ ბარსელონელებს თანხასთან ერთად ნახევარმცველ ხუან კუადრადოს შესთავაზებენ.

შეგახსენებთ, ამ დღეებში პოპულარულმა გამოცემა Marca-მ "ბარსელონას" სამომავლო სატრანსფერო გეგმა გაახმოვანა. ჟურნალისტის მტკიცებით, გუნდის ხელმძღვანელობა სათანადო წინადადების შემთხვევაში დანი ალვეშისა და ალექს სონგის გასხვისების წინააღმდეგი არ იქნება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112408