ბრაზილიის ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრებისა და “ბარსელონას” მცველმა დანი ალვეშმა “ოქროს ბურთის” შესახებ თავისი მოსაზრება დააფიქსირა.
“ოქროს ბურთი” უკვე ცოტა დამღლელი თემა გახდა. ამჟამად, ეს ჯილდო აზრების გამოთქმისა და შთაბეჭდილებების თემად იქცა და ის უშუალოდ სათამაშო მოედანს სცილდება.
თუ მოედანს შევხედავთ, ვფიქრობ, ლეო მესი ყველა დანარჩენებს მეორე ადგილზე მანამდე ჩასწევს, ვიდრე ფეხბურთს ითამაშებს. შესაძლოა, წელს მესის “ოქროს ბურთის” მოპოვების უფრო ნაკლები შანსი აქვს.
“ოქროს ბურთი” რაღაცით პოლიტიკას ჰგავს. ის კი არ იმარჯვებს, ვინც ფეხბურთს ყველაზე კარგად თამაშობს, არამედ, ვინც უკეთეს კამპანიას ჩაატარებს ან ვინც მეტ გოლს გაიტანს ან რაღაც დასამახსოვრებელს გააკეთებს”- იუწყება ალვეშის სიტყვებს ინტერნეტგამოცემა Goal.com-ი.